Monday, July 11, 2016

ინტელის კურსის რეფლექსია

    ჩემი მოლოდინი აღნიშნული კურსის გავლისას გამართლდა.გავეცანი პროექტებით სწავლებას.პროექტის საშუალებით შევძლებ მოსწავლეებს განვუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები.შევძლებ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას სწავლებაში.პროექტებით დავეხმარები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.ხელს შევუწყობ მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.ვიქნები მათი ფასილიტატორი.
        მადლობა ტრენერს,ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს, ნაყოფიერი მუშაობისათვის.

No comments:

Post a Comment